დმანისის მერი, კობა მურადაშვილი საქართველოს “წითელი ჯვრის” პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას ესწრებოდა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს “წითელი ჯვრის” პრეზიდენტის – ნათია ლოლაძის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას ესწრებოდა, სადაც ნათია ლოლაძე “წითელი ჯვრისა” და “წითელი ნახევარმთვარის” საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს.
ისტორიაში პირველად, “წითელი ჯვრისა” და “წითელი ნახევარმთვარის” საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს, რაც შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაობას საქართველოში.