ლარი გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9038 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8710 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0328 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9625 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9574 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები