რუსეთში COVID-19-ის გაჩენაში აშშ დაადანაშაულეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი მიიჩნევს, რომ COVID-19 აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიებიდან გავრცელდა.

მისი თქმით, პანდემიაში დამნაშავე შეერთებული შტატებია.

ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.

„მილიონობით დაავადებული და გარდაცვლილი ადამიანი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, ადამიანების ცხოვრების დონის ვარდნა – COVID-19-ის შედეგია, რისთვისაც ვაშინგტონმა პასუხი უნდა აგოს. აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიური კვლევები, რომლებსაც ისინი ატარებენ მთელ მსოფლიოში, უნდა შეწყდეს და მათ ფარდა აეხადოს“, – ამბობს ვოლოდინი.

მან ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები ვალდებულია, ქვეყნებს აუნაზღაუროს ის ზარალი, რომელიც მათ პანდემიის გამო მიადგათ.

“დღეს, როცა ასეთი ბრალდებები ისმის, ბაიდენი დუმს. მას ეშინია, რომ მსოფლიო გაიგებს სიმართლეს, პანდემიაში ნამდვილი დამნაშავის შესახებ”, – აღნიშნა ვოლოდინმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები