იემენში, იარაღის საწყობში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა
იემენის სამხრეთით, აბიანის პროვინციაში, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 30 დაშავდა.
ადგილობრივების თქმით, იარაღის არსენალი 3-სართულიან შენობაში ინახებოდა და იარაღით მოვაჭრეებს ეკუთვნოდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ მოსახლეობას დაჭრილებისთვის სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა.