McDonald’s-მა ყაზახეთში მუშაობა შეაჩერა
ყაზახეთში McDonald’s-ის რესტორნები დროებით დაიხურა.
ამის შესახებ კომპანიის Instagram-ის გვერდზეა ნათქვამი.
აღინიშნება, რომ მუშაობის შეჩერება “ტექნიკური მიზეზებით” მოხდა.
ამასთან, კომპანიაში მუშაობის განახლების ვადებს არ ასახელებენ და პირობას დებენ, რომ მომხმარებლები მოვლენების განვითარების შესაბამისად იქნებიან ინფორმირებულნი.
“მაკდონალდსი” ყაზახეთში 2016 წლიდან ფუნქციონირებს.
2022 წლის გაზაფხულისთვის ქვეყნის ექვს ქალაქში ბრენდის 23 რესტორანი მუშაობდა.