გიორგი ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ასპარეზზე ყოველგვარი შეფარვის გარეშე გამოვიდნენ – „ქართული ოცნების“ არაევროპულად წარმოჩენა დაიწყეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე გამოვიდნენ.
მისივე თქმით, ყველაფერს ეტყობა, რომ ერთადერთი მიზანი რევოლუციაა.
„უკვე ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე გამოვიდნენ. სახალხო დამცველიც, ჩემ მიერ არჩეული, პოლიტიკურ ველზეა. ისინი ელოდნენ, რომ ევროპარლამენტის დიდკალიბრიანი გასროლის, ზეწოლის შემდეგ, პროცესები დაიძვრებოდა, რომლებიც რევოლუციასა და, საბოლოო ჯამში, მეიდანს მოიტანდა, მაგრამ იქ [უკრაინაში] განსხვავებული სიტუაცია იყო – ხელისუფლება ანტიევროპული იყო. როცა დაინახეს, რომ ეს ასე არ გამოდიოდა, „ქართული ოცნების“ არაევროპულად წარმოჩენა დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ, სააკაშვილის პერიოდში, ხელისუფლებას არცერთი მუხლი არ ჰქონდა შესრულებული. ამ ყველაფერს ეტყობა, რომ ერთადერთი მიზანი რევოლუციაა და ევროპის დროშა მხოლოდ შირმასავით გამოიყენება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას.