გივი მიქანაძე: ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნა არანაირ კავშირში არ არის 12-პუნქტიან მოთხოვნებთან
ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნა არანაირ კავშირში არ არის 12-პუნქტიან მოთხოვნებთან. საარჩევნო თემებთან დაკავშირებით არსებობს ცალკე პუნქტი. საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო საუბარი, გარწმუნებთ, ეს საკითხი ასახული იქნებოდა და ეწერებოდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მიიღოთ, რომელიც ბარიერის დაწევასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი დეპოლარიზაციის ოპოზიციის მხრიდან კუთხით შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმას ელოდება.
“ჩვენმა გუნდმა ერთი წლის წინ საშემოდგომო სესიაზე გამოხატა პოლიტიკური ნება, რომლითაც პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ამ ცვლილებებს. ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ პროცესი გაგრძელდეს, თუმცა, სწორედ პირველი პუნქტიდან გამომდინარე, დეპოლარიზაციის კუთხით ველოდებით შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმას ოპოზიციის, განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და ამ ნაბიჯების გადმოდგმა გახდება საფუძველი, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ვიფიქროთ ერთობლივად საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანაზე. ამჟამად, ჩვენი მიზანი არის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, – განაცხადა მიქანაძემ.