“უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის ჯარები ლუგანსკისა და დონეცკის საზღვრებზე არ გაჩერდნენ” – ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ “უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთის შეიარაღებული ძალები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ საზღვრებზე არ გაჩერდნენ.

ამის შესახებ მან პალატის სხდომაზე თქვა, – წერს რუსული “კომერსანტი”.

„უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა. ჩვენ არ ვჩუმდებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გადავწყვიტოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. თქვენ სწორად თქვით, რომ უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა. მათი პრეზიდენტი კრიმინალურ რეჟიმს ხელმძღვანელობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წარმატებით დავასრულოთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, – თქვა ვოლოდინმა
მისი თქმით, რუსეთის ტერიტორია ხარკოვისა და უკრაინის სხვა რეგიონებიდან იბომბება და “პასუხი ძალიან მკაცრი იქნება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები