მექსიკაში, ბარში სროლა მოხდა – არიან დაღუპულები და დაჭრილები

მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, ზაკატეკასის შტატის ქალაქ ფრესნილოს ერთ-ერთ ბარზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების რეგიონალური კომისია ავრცელებს.

„წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის ადგილზე ხუთი ცხედარია ნაპოვნი, კიდევ ორი ​​ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღინიშნება, რომ ბოროტმოქმედები ჯერჯერობით დაკავებული არ არიან, ასევე, არც მათი ქმედების მოტივია ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები