ირაკლი ქადაგიშვილი: არჩევანი ძალიან მარტივია, თუ შენ გინდა გააკეთო ის, რასაც გთავაზობს ევროკავშირი, ამის ერთადერთი ადგილი და გზა არის საპარლამენტო მუშაობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თუ ვინმეს რეალურად უნდა გააკეთოს ის, რასაც ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს, ამის ერთადერთი გზა საპარლამენტო მუშაობაა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად ნებისმიერი საბაბის გამოყენებაა.

“ვინც 12-პუნქტიან გეგმას არ უერთდება, კიდევ ერთხელ თვითლუსტრაციას აკეთებს, რომ მათთვის, ევროკავშირთან დაკავშირებული ეს ბოლო ვნებათაღელვები არ იყო რეალურად იმ მიზნით, რომ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა გაეხსნას. მათთვის მთავარია რაიმე საბაბი ყოფილიყო მოძებნილი, რათა რევოლუციური სცენარი, ქვეყანაში არეულობა, ქაოსი და ამ ფონზე მათი ოცნება, რომ ხელისუფლება ჩაეგდოთ ხელში – განხორციელებულიყო. გამომდინარე აქედან, აქ უკვე არჩევანი ძალიან მარტივია, თუ შენ გინდა გააკეთო ის, რასაც გთავაზობს ევროკავშირი, ამის ერთადერთი ადგილი და გზა არის საპარლამენტო მუშაობა”, – აცხადებს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები