ირაკლი ქადაგიშვილი: ნურავინ სპეკულირებს საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებით და ამ პროცესს ქვეყანაში ვითარების ასარევად ნუ იყენებენ

როგორც მესმის, ამ ადამიანების განზრახვაა, რომ უფრო თამამი და მეტი განცხადებები აკეთონ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს, – ასე ეხმიანება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი “ქართული ოცნებიდან” სამი დეპუტატის: სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას.

მისი თქმით, ამ ადამიანების რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ ოპოზიციის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე მიზნის ტორპედირება არ მოხდეს.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების თემით სპეკულირება დაუშვებელია და ყველაფერი სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად უნდა იყოს მიმართული.

“ნურავინ სპეკულირებს საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებით და ამ პროცესს ქვეყანაში ვითარების ასარევად ნუ იყენებენ. როგორც მესმის, ამ ადამიანების განზრახვაა, რომ უფრო თამამი და მეტი განცხადებები აკეთონ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იყოს მიმართული სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად, მაგრამ მათი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ ამ მიზნის ტორპედირება არ მოხდეს ოპოზიციის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები