კელი დეგნანი: ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისუფლება შიშის გარეშე – ეს განმტკიცებულია როგორც აშშ-ის, ასევე – საქართველოს კონსტიტუციაში
ბაიდენის ადმინისტრაციას ადამიანის უფლებები პრიორიტეტების რანგში აქვს საგარეო ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა “თბილისი პრაიდის” კვირეულზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისუფლება შიშის გარეშე და ეს უფლება კონსტიტუციის არის განმტკიცებული.
“ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისუფლება შიშის გარეშე. აქ საუბარია ფუნდამენტურ ურთიერთობებზე, რომელიც განმტკიცებულია როგორც აშშ-ის, ასევე, საქართველოს კონსტიტუციაში”, – განაცხადა კელი დეგნანმა.