ლარი კვლავ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9289 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0047 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0821 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1040 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0219 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები