ათენთან ორ ტყის ხანძარს ებრძვიან
ათენის დასავლეთით, სხისტოს ტყის მასივში, ასევე, ასპროპირგოს მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა, მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.
ამის შესახებ Kathimerini წერს.
ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი იმყოფება, დილის 3:30 საათისთვის მათ შეძლეს ცეცხლის კონტროლზე აყვანა და მისი შემდგომი გავრცელების შეკავება.
რაც შეეხება ასპროპირგოსის მიდამოში გაჩენილ ხანძარს, ცეცხლი 3:00 საათზე გაჩნდა, დილის მდგომარეობით – ის ლოკალიზებულია. ადგილზე მცირე სახანძრო ბრიგადა რჩება.
ბოლო დღეებში ატიკაში დაფიქსირდა ცხელი უნალექო ამინდი, 28 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ 35 გრადუს მიაღწია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში წვიმა მოსალოდნელი არ არის.