საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის პარლამენტს ეწვია

საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის პარლამენტს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები საბერძნეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან დიმიტრის კუველასთან და ჯგუფის წევრებთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების კუთხით საბერძნეთის პარლამენტის საქართველოსთვის მხარდაჭერის საკითხი.

ბერძნულმა მხარემ აღნიშნა, რომ საბერძნეთის სახით საქართველოს ჰყავს დიდი მეგობარი, რომელიც მზად არის გაუწიოს სათანადო დახმარება ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით. საუბარი შეეხო ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხს, რაც შესაძლებელს გახდის გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელებას. შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ბერძნული მხარე განახორციელებს საპასუხო ვიზიტს საქართველოში. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო- პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.

შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში დავით დონდუა. მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი 28-30 ივნისს გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები