“რუსული სალათი” ნატო-ს სამიტზე
მადრიდში, ნატო-ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტის და სხვა მსოფლიო ლიდერების მოლოდინში, ჟურნალისტები და ოფიციალური პირები გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც კონგრეს-ცენტრის რესტორნის მენიუში “რუსული სალათი” აღმოაჩინეს.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კერძის შემადგენლობა “ოლივიეს” ჰგავდა, ის მენიუს ზედა პოზიციებში იყო შეყვანილი და 8 ევრო ღირდა.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ რესტორანმა კერძი რამდენიმე საათში მთლიანად გაყიდა.
„რუსული სალათი ნატო-ს სამიტზე? ცოტა გაკვირვებული ვარ კერძის ამ არჩევანით“, – განუცხადა ესპანურ La Sexta-ს ჟურნალისტმა, ინაკი ლოპესმა.