არ შეიძლება ის ურთიერთობა დაბრუნდეს რუსეთთან, რაც უკრაინის ომამდე იყო, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ომს გრძელვადიან პერსპექტივაშიც მოაქვს ცვლილებები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გარდაქმნიან საერთაშორისო ურთიერთობებს. დასავლეთი რუსეთთან უკრაინის ომამდე ურთიერთობას ვერ დაუბრუნდება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მისივე თქმით, მართალია, ჯერ უცნობია, თუ როგორ შეცვლის ომი საერთაშორისო სივრცეს, თუმცა G7-ის ქვეყნებმა მაინც უნდა აჩვენონ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ერთგულები რჩებიან.