კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა

რუსი ოკუპანტების მიერ პოლტავას ოლქში, ქალაქ კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კარილო ტიმოშენკო ავრცელებს.

მისი თქმით, დაჭრილთაგან უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები