ევროკავშირი უკრაინას ქიმიური, ბირთვული და სხვა საფრთხეებისგან დასაცავად სპეციალურ აღჭურვილობას გადასცემს

უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე, ევროკავშირი ომით განადგურებულ ქვეყანას 12 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო, დამცავ და სპეციალიზებულ აღჭურვილობას მიაწვდის.

აღნიშნული დახმარება უკრაინას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების – ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) საფრთხეებისგან დასაცავად გაეწევა.

„რადგან უკრაინის საავადმყოფოებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ სამედიცინო აღჭურვილობა, ევროკავშირი ასევე აჩუქებს პაციენტის დაკვირვების მონიტორებს, საინფუზიო ტუმბოებს და ვენტილატორებს, სამედიცინო პერსონალის დამცავ აღჭურვილობასთან ერთად, როგორიცაა ნიღბები და ხალათები“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება უკრაინას ევროკავშირის საგანგებო მარაგებიდან მიეწოდება, რომელსაც რუმინეთი, უნგრეთი, შვედეთი, გერმანია, საბერძნეთი და დანია უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები