იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე ხელმეორედ აირჩია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე ხელმეორედ, 5 წლის ვადით აირჩია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჩინჩალაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე 2017 წელს დაინიშნა, ხოლო თავმჯდომარეობის პირველი ვადა მას მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ამოეწურა.