მიხეილ სარჯველაძე – „თბილისი პრაიდზე”: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს იმ პირთა უსაფრთხოება, ვისაც საკუთარი პოზიციის გამოხატვის სურვილი აქვთ

უნდა მივეჩვიოთ ისე ცხოვრებას, რომ მოგვწონს თუ არ მოგვწონს სხვა პირთა მიერ გამოხატული პოზიცია, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, საკუთარ თავს უფლება მივცეთ ამას ძალადობრივი ფორმებით აღვუდგეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ კვირეულზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კვირეულის განმავლობაში საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.

“სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეალურად უზრუნველყოფილი იყოს იმ პირთა უსაფრთხოება, ვისაც საკუთარი პოზიციის გამოხატვის სურვილი აქვთ”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები 28 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები