ლევან დავითაშვილი – ევროკომისიის რეკომენდაციებზე: დამატებითი პირობები ჩვენი მხრიდან აუცილებლად შესრულდება
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობა აუცილებლად შესრულდება.
მისივე თქმით, პირობების შესასრულებლად სწორად კოორდინაციაა მნიშვნელოვანი.
„დამატებითი პირობები, რომლებიც შინაარსობრივად ერთნაირად განესაზღვრა სამივე ქვეყანას, ჩვენი მხრიდან აუცილებლად შესრულდება, ამას უხელმძღვანელებს მთავრობის ხელმძღვანელი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან. ძალიან ბევრი რეფორმა გულისხმობს საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს. თუ ფორმაზე ჩამოვყალიბდებით, თუ საჭირო იქნება რაიმე სამუშაო ჯგუფი, ან ფორმალიზება, ამ შემთხვევაში, სწორად კოორდინაცია გვექნება და მაღალ დონეზე მართვა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი გაუძღვება“, – განაცხადა მინისტრმა.