ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წელი შესრულდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომათა დარბაზი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით იყო გაფორმებული.
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი სხდომა სწორედ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წლისთავთან დაკავშირებით საუბრით გახსნა.