თეა წულუკიანი: როგორც ვატიკანში ამბობენ, სასულიერო სამყაროში ყველაზე დიდი დიპლომატის, ილია მეორის ნატვრის აღსრულების დღე დგება და წილად გვხვდა პატივი, ვყოფილიყავით მისი სურვილის აღმსრულებლები

დღევანდელი დღე სწორედ ილია მეორეს ეძღვნება და მინდა, მას აქედან მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ როგორც ვატიკანში ამბობენ, სასულიერო სამყაროში ყველაზე დიდი დიპლომატის ილია მეორის ნატვრის აღსრულების დღე დგება და წილად გვხვდა პატივი, ჩვენ ვყოფილიყავით მისი ამ სურვილის აღმსრულებლები, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

„როგორც ვატიკანის პრესა წერს ამ დღეებში, როდესაც 1980 წელს ილია მეორე ესტუმრა ვატიკანსა და რომის მაშინდელ პაპს, სწორედ მაშინ დაიგეგმა, რომ ეს ურთიერთობა არ ყოფილიყო მხოლოდ ერთი შეხვედრის თემა და კულტურული ურთიერთობები გაგრძელებულიყო. როგორც ამბობენ, მას შემდეგ არაერთი მცდელობა იყო და 2019 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ მოიწვია ილია მეორე თავისთან, ვატიკანში და უთხრა, რომ 1980 წელს თქვენი ვიზიტის შემდეგ 40 წელი გადის და მოდით, ეს იუბილე ერთად აღვნიშნოთო. ამ დროს დაემთხვა პანდემია და მოვედით დღემდე. ამიტომაც, დღეს ჩვენ ილია მეორის ვატიკანში ვიზიტის 40 წლისთავს აღვნიშნავთ და იმასაც, რომ პატრიარქის სურვილი სწორედ მის მიერ დაფუძნებულ სამების საკათედრო საპატრიარქო გუნდს ემღერა ვატიკანში. ამის აღსრულება ხდება და ძალიან ვწუხვართ, რომ თავად პატრიარქმა ჩვენთან ერთად ყოფნა ვერ შეძლო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები