„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული კონფერენცია გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული კონფერენცია გამართა.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო და იმერეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა. გაკეთდა თემატური მოხსენებები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ნინი ვარდოსანიძე, თინათინ ნიბლოშვილი.
დღესვე, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კონფერენცია ზუგდიდში გაიმართება.
რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და კახეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები