„თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე ვერეს ხეობა დაასუფთავა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა მდინარე ვერეს სანაპირო ზოლი, თამარაშვილის ქუჩისა და ახალი გზის დამაკავშირებელი გვირაბის, ბავშვთა ქალაქ „მზიურისა“ და წყნეთის ქუჩის მიმდებარე გამწვანებული ფერდობები. ადგილზე მობილიზებული იყო 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

სამუშაოები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში დასუფთავების დეპარტამენტის 100-მდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას. დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო. აქცია თბილისის მერის დავალებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები