ლარი კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9355 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9326 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0840 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0857 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები