ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული, რაც ძალიან სამწუხაროა
„ჩამორჩენილი ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატობას, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, არამედ სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადებები სამწუხაროა.
„სამწუხარო ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. ეს არის უკიდურესად სამწუხარო. მისი განცხადებები, რომ ჩვენ ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა, სწორედ ამას ემსახურება. ჩამორჩენილი ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატობას, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, არამედ სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით დასულია სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა“, – ამბობს კობახიძე.