გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს
ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
გიტანას ნაუსედა აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ერთგულებას აფასებს.
“ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ”, – წერს ნაუსედა.
Lithuania supports Georgia's european integration aspirations. @Zourabichvili_S, appreciate your commitment to implementing all necessary democratic reforms in 🇬🇪 and wish your country to stay on this path. https://t.co/2xt6IV0EnU
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) June 22, 2022