რატი ბრეგაძე: საბჭოთა პროპაგანდას გასაქანი აღარ აქვს, ჩვენი მომავალი ევროპაშია

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საბჭოთა პროპაგანდას გასაქანი აღარ აქვს, საქართველოს მომავალი ევროპაშია.

“პროპაგანდისტული ლოზუნგების მომაბეზრებელად ურითმო და დამღლელი ჟღერადობის საპასუხოდ არ იქნება ურიგო, დაისვას კითხვები, რომლებზე პასუხიც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად გაარკვიონ, თუ ვინ რა გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსისთვის.

დასაწყისისთვის საკმარისი იქნება 3 კითხვა და მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი.

რა საბუთები და პროცედურები გვჭირდებოდა და გვჭირდება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად?

2003-2012

მოწვევა შესაბამისი ქვეყნის მოქალაქისგან; საელჩოში განაცხადის შეტანა; ვიზის ხანგრძლივი ლოდინი; პასპორტის რიგში დგომა და შემდგომი პროცედურები.

2012

მხოლოდ საქართველოს მოქალაქის

ბიომეტრიული პასპორტი.

რა დამოკიდებულება იყო გამოხატული სახელმწიფოს მხრიდან უზენაეს კანონში-კონსტიტუციაში საქართველოს ევროპული კურსისადმი?

2003-2012

კონსტიტუციაში არაფერი იყო ნათქვამი

2012

“კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”

როგორია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ისტორია?

2003-2012

არსებობდა მხოლოდ კარგი მეზობლობის, მაგრამ არა – წევრობის პერსპექტივა.

2012

დღეს ევროკომისიის რეკომენდაციაა რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციური კანდიდატი იქნება.

მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯების კუთხით აშკარა უპირატესობა ქართული ოცნების მხარესაა. გამოწვევები არსებობს და მუშაობის შედეგად დაიძლევა.

ნაციონალურ მოძრაობაში რეინკარნირებული საბჭოთა ბოლშევიკები კი ჟან-მონეობას,რობერტ შუმანობას და საერთოდ პანევროპული მოძრაობის დაარსებასაც კი იბრალებენ. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ არაკეთილმოსურნეს აძლევს ხელს. ტყუილმა საზოგადოება რომ არ მოწამლოს, დროულად უნდა იყოს მხილებული.

საბჭოთა პროპაგანდას გასაქანი აღარ აქვს, ჩვენი მომავალი ევროპაშია”, – წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები