თემო დადიანი: არასოდეს არცერთ აქციას არ შევერთებულვარ და არც ახლა ვუერთდები – ჩემი, როგორც პარალიმპიელი სპორტსმენის სახელით საუბარი ეკრძალება ყველას, ჩემ გარდა

მე არცერთ აქციას არ შევერთებულვარ არასოდეს და, რა თქმა უნდა, არც ახლა ვუერთდები არცერთ აქციას და ჩემი, როგორც პარალიმპიელი სპორტსმენის სახელით საუბარი ეკრძალება ყველას, ჩემ გარდა, – ამის შესახებ საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი, თემო დადიანი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

“მე, ავღანეთის საერთაშორისო მისიის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეს ძალიან ბევრი რამ გამიღია და გამიკეთებია ჩემი სამშობლოს დასავლური ინტერესების გაზიარებისთვის და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის და ამ ბრძოლას დღესაც ვაგრძელებ და გავაგრძელებ ბოლო ამოსუნთქვამდე, რათა ჩემმა და ჩვენმა შვილებმა უკეთეს საქართველოში იცხოვრონ!

ასევე, როგორც პარალიმპიელს, ბევრი მიშრომია ამისათვის და ბევრგან ამიწევია საქართველოს დროშა ამაყად!

მე, როგორც საქართველოს ჯარისკაცს და როგორც საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრს არც კანონიერი და არც “ნაცნობობითი” უფლება არ გამაჩნია მივიღო მონაწილეობა რაიმე სახის საპროტესტო აქციაში, ასე რომ მე არცერთ აქციას არ შევერთებულვარ არასოდეს და, რა თქმა უნდა, არც ახლა ვუერთდები არცერთ აქციას და ჩემი, როგორც პარალიმპიელი სპორტსმენის სახელით საუბარი ეკრძალება ყველას, ჩემ გარდა!

განვმეორდები იმას; რომ ძალიან ბევრი მიშრომია, მიწვალია და გამიღია იმისათვის რომ საქართველო იყოს ევროკავშირის, ნატოსა და ყველა იმ ინსტიტუტის წევრი რომელიც ადამიანის უფლებებს მაღალ დონეზე აყენებს და განათლება არის პრიორიტეტული!”, – წერს თემო დადიანი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “ფორმულამ” და “მთავარმა” გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს პარალიმპიური კომიტეტი სრული შემადგენლობით უერთდებოდა 20 ივნისის აქციას, რასაც პარალიმპიური კომიტეტის და ნაკრების წევრების პროტესტი მოჰყვა და რაც “ფეიკნიუსი” აღმოჩნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები