ბორჯომის ქარხნის თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა – მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლების 21-დღიანი გაფიცვა დასრულდა.

მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

კომპანია IDS Borjomi-ს ადმინისტრაციისა და გაფიცული თანამშრომლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული – ბესიკ ამირანაშვილი, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი – ბექა ფერაძე და ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური მედიატორი – ანი სამსონია ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები 31 მაისს გაიფიცნენ. ისინი გათავისუფლებული 50 თანამშრომლის აღდგენას, უვადო კონტრაქტებს და ნამუშევარი ორი თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები