მიხეილ ყაველაშვილი: აქციაზე იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც დიდი სურვილი აქვს, რომ ევროპაში ინტეგრაცია განხორციელდეს
“მისული საზოგადოება, რა თქმა უნდა, არ იყო ყველა “ნაციონალური მოძრაობისა” და რადიკალური ოპოზიციის მომხრე. იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც დიდი სურვილი აქვს, რომ ევროპაში ინტეგრაცია განხორციელდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოფიციალურად დადასტურებულია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
“მოდით, ისე შევხედოთ მოვლენებს, როგორც იყო. გუშინ ორგანიზება იყო “სირცხვილიასი”, “სირცხვილია” არის “ნაციონალური მოძრაობისა” და რადიკალური ოპოზიციის ფრთა. ბოლოს რაც გააჟღერა ბატონმა შოთა გაგარინმა, თუ დიღმელაშვილმა, მათი მთავარი მოტივი არის ეს. იქ მისული საზოგადოება, რა თქმა უნდა, არ იყო ყველა “ნაციონალური მოძრაობისა” და რადიკალური ოპოზიციის მომხრე. იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც დიდი სურვილი აქვს, რომ ევროპაში ინტეგრაცია განხორციელდეს.
ერთი კითხვა მებადება, ოფიციალურად დადასტურებული გვაქვს ჩვენ, ყველას, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, 85% მომხრეა, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. გუშინ როგორი პარადოქსი მოხდა უყურეთ, შოთა გაგარინმა რითაც დაასრულა, კონსტიტუციის მუხლი მოიყვანა მაგალითად, სწორედ ამ მუხლის ავტორი არის “ქართული ოცნება” და პირადად ირაკლი კობახიძე, სადაც ბოიკოტი გამოუცხადა მაშინდელმა ოპოზიციამ და არ მიიღო მონაწილეობა ამ კონსტიტუციის შექმნაში.
კონსტიტუცია, ასოცირების ხელშეკრულება, ყველა ეს ფაქტი, რასაც “ქართული ოცნება” ამ წლების მანძილზე ახორციელებდა, პირდაპირ არის კავშირში, რომ ჩვენ, აი სურვილი, გუშინ კიდევ, უმრავლესობა ადამიანების, რაც გამოჩნდა, არის “ქართული ოცნების” დამსახურება”, – განაცხადა ყაველაშვილმა.