ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში: აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით

როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ორი ომი გამოვიარეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. რუსები 30 წლის წინ ამ სეპარატისტულ ჯგუფებს ეხმარებოდნენ. ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ სამჯერ ვიბრძოდით ბოლო 30 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში: აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. „ერთ რამეს გეტყვით. საუბარი დავიწყე ჩვენი გამოცდილებით. ხომ ასეა? 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ორი ომი გამოვიარეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. რუსები 30 წლის წინ ამ სეპარატისტულ ჯგუფებს ეხმარებოდნენ. ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ სამჯერ ვიბრძოდით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამდენად, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში: აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინის სიტყვას დაპირების შემთხვევაში, პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პოლიტიკური კონსულტაციები არ წარმოებულა. „ჩვენ კონტაქტი არ გვქონია 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. პოლიტიკური კონსულტაციები არ წარმოებულა. მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები