კახა კალაძე: მისასალმებელია, რომ, პირველად ისტორიაში, ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჩაიწერა ევროპული პერსპექტივა – რაც შეეხება დათქმებს, ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრის შესასრულებლად

ქართველებმა კარგად ვიცით, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, არასდროს უკან არ დაუხევია. რას ვიზამთ, იყო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მზად არის ევროკავშირის დათქმების შესასრულებლად.

“გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატობის სტატუსი იმიტომ, რომ ქვეყანამ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა და, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოს არასდროს არაფერში უკან არ დაუხევია. თუნდაც ავიღოთ, საერთაშორისო მისიები. ჩვენ ხომ ვიცით, რამხელა ხარჯები გავიღეთ. ჩვენი უამრავი ახალგაზრდა ჯარისკაცი იმისათვის, რომ მსოფლიოში ყოფილიყო სიმშვიდე და მშვიდობა, შეეწირა ამას.

რაც შეეხება დათქმებს, რომლებიც სამივე ქვეყანას მოგვენიჭა, ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრის შესასრულებლად. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველივე დღიდან დაიწყება კომუნიკაცია და დაიწყება მუშაობა ამ პირობების შესასრულებლად. მისასალმებელია, რომ პირველად ისტორიაში, ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჩაიწერა ევროპული პერსპექტივა, თუმცა, გულდასაწყვეტია, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხერხდა. ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები