მამუკა მდინარაძე: უნდა გვაინტერესებდეს, ხოშტარიას შემოსავლები ხომ არ არის დაკავშირებული რუსულ ინტერესებსა და დღევანდელ აქციასთანაც-მეთქი და თვითონ ასე თარგმნეს: “დღევანელ აქციას რუსეთი აფინანსებსო”, ანუ მარტო ხოშტარიას არა, ჩვენცო, თან ისე გაგიჟდნენ, მე მგონი, მართლა რაღაცაშია საქმე

“ნაცების” დაორგანიზებულ აქციასაც რუსები რომ აფინანსებდნენ, საერთოდ არ გამიკვირდება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ყველაზე საშიში ევროპულ ნიღაბს ამოფარებული და რუსული საქმის მკეთებელი ხალხია.

“უნდა გვაინტერესებდეს, ხოშტარიას შემოსავლები ხომ არ არის დაკავშირებული რუსულ ინტერესებსა და დღევანდელ აქციასთანაც-მეთქი და თვითონ ასე თარგმნეს: “დღევანდელ აქციას რუსეთი აფინანსებსო”. ანუ მარტო ხოშტარიას არა, ჩვენცო.. თან ისე გაგიჟდნენ, მგონი, მართლა რაღაცაშია საქმე.

ისე, ,,ნაცების,, დაორგანიზებულ აქციასაც რუსები რომ აფინანსებდნენ, საერთოდ არ გამიკვირდება, თან – ასეთი მყისიერი გაღიზიანების და თვითდაბრალების ფონზე. ამასობაში, რაზეც ბრიფინგი იყო, იმ თემას ისევ არ იმჩნევენ.

ყველაზე საშიში მაინც ევროპულ ნიღაბს ამოფარებული და რუსული საქმის მკეთებელი ხალხია!

რაც  უნდა ქნან, ამ ქვეყანაში მშვიდობას, განვითარებას და მის ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს!”, – წერს მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები