ლევან ნიკოლეიშვილი: სავარაუდოდ, ერთ-ერთ ბერკეტად და ზეწოლის მექანიზმად, კანდიდატობის თემის სახით, ამერიკელებმა და ევროპელებმაც ერთგვარი ნაკვერჩხალი შეინახეს, რომლის გახურებასაც ყოველ 6 თვეში ერთხელ ეცდებიან

“ყველა მონაცემით წინ ვართ მოლდოვაზეც და უკრაინაზეც. და ეს მონაცემები ეყრდნობა საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებს ! მაშ რაშია საქმე? რა გამოდის რომ არავითარი სტანდარტები და რეფორმები აქ არაფერ შუაშია? ე.ი. პოლიტიკური ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ჩვენც უნდა გვეომა რუსეთთან ისევ? თან მარტო?! ჩვენი მსხვერპლი ცოტაა?”,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან, შეცდომები არც თუ ისე ცოტაა, რომელსაც პერიოდულად ევროპელებიც და ამერიკელებიც უშვებენ ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებაში.

“ევროკომისიამ თითქმის ერთი და იგივე რეკომენდაციები შესთავაზა ასოცირების ტრიოს, უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი მოსთხოვა, ხოლო გამომდინარე იქიდან რომ დსთ-ს წევრ მოლდოვასა და ომში მყოფ უკრაინას რეკომენდაციას უწევს კანდიდატის სტატუსზე, საქართველოს „არგაგონილი და არნახული“ ევროპული პერსპექტივა შესთავაზა, რაღაც-რაღაცებზე უნდა დავფიქრდეთ. მაგალითად, დავაზუსტოთ რა არის ეს, „ ევროპული პერსპექტივა,“ თუ რეალურად ეს არის პრეტენზია-ულტიმატუმი იმ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის გამო რასაც საქართველო მიმართავს. წამით გადავავლოთ თვალი რატომ „დაიჩაგრა საქართველო“ მსოფლიო სამართლიანობის პროექტის (World Justice Project) მონაცემებით: 139-დან-საქართველო-49-ეა, მოლდოვა – 73-ე,: უკრაინა – 74-ე. Transparency International) მიერ გაზომილი კორუფციის აღქმის ინდექსი ინდექსის მიხედვით საქართველო – მე-45 ადგილი, მოლდოვა-105,უკრაინა-122-ე. მსოფლიოს კრიმინალური ინდექსის მიხედვით: საქართველოს აქვს 23,38 ქულა, მოლდოვას – 46,35 უკრაინას – 47,42. სიტყვის თავისუფლება: საქართველო მე-60-ეა, ,მოლდოვა – 89, უკრაინა-97. პრესის თავისუფლება: საქართველო – 28,64, მოლდოვა-31,61, უკრაინა-32,96. ე.ი. ყველა მონაცემით წინ ვართ მოლდოვაზეც და უკრაინაზეც. და ეს მონაცემები ეყრდნობა საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებს ! მაშ რაშია საქმე? რა გამოდის რომ არავითარი სტანდარტები და რეფორმები აქ არაფერ შუაშია? ე.ი. პოლიტიკური ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, უკრაინა, რომ ომში არ იყოს კანდიდატობას ვერ მიიღებდაო ! ჩვენც უნდა გვეომა რუსეთთან ისევ? რამდენჯერ ? თან მარტო?! ჩვენი მსხვერპლი ცოტაა? ახლა გეოგრაფიაო?! წელს რამდენჯერ შეხვდა პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრეზიდენტ მაკრონს გეოგრაფია ვერ დააზუსტეს?! თუ პირიქით დააზუსტეს! ამიტომ, მოდით რეალობას შევხედოთ თვალებში: 1. პირველი ევროპამ და ამერიკამ ვერ გადალახა საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის შიშისა თუ რიდის ფაქტორი; 2. უკრაინა-მოლდოვასთან დაკავშირებით, რუსეთთან გარკვეული ფარული შეთანხმება როგორც ჩანს შედგა, ხოლო რის სანაცვლოდ აუცილებლად გამოჩნდება, ვერ დაიმალება! 3. ყელში გაჩხირულია საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებელი, სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც უფრო სტრატეგიულ თანამშრომლობას ანიჭებს უპირატესობას და არა მონურ მორჩილებას; 4. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის თემა, როგორც ჩანს სავაჭრო ხდება საქართველოსთან მიმართებაში, ან კანდიდატობა ან …. 5. ამ ვაჭრობაში კი ოპოზიციის დიდი იმედი ევროპელებსა და ამერიკელებს არაა აქვთ, მათი არათანმიმდევრული და არაპროფესიული თვისებების გამო, თუმცა როცა გვეუბნებიან ნინო ლომჯარიას მოვუსმინოთ, არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს! 6. სავარაუდოდ, ერთ-ერთ ბერკეტად და ზეწოლის მექანიზმად, კანდიდატობის თემის სახით, ამერიკელებმა და ევროპელებმაც ერთგვარი ნაკვერჩხალი შეინახეს, რომლის გახურებასაც ყოველ 6 თვეში ერთხელ ეცდებიან და ამ საქმეში სალომე ზურაბიშვილს მაქსიმალურად გამოიყენებენ. 7. საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად რამდენჯერ უნდა შეეცადონ და შეცდნენ ყველაზე დაბალი რეიტინგის პოლიტიკოსების ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც თავიდან მარცხისთვის არიან განწირული (გავიხსენოთ ავღანეთი, რუსეთი, უკრაინა, და ისევ და ისევ საქართველო!)?? 8. გაცილებით ადვილია, ხელისუფლებასთან ერთად შეიმუშავო ერთობლივი მოქმედების გეგმა, რომელიც ორივე ქვეყანას წარმატებას მოუტანს. დასავლეთის მხრიდან, შეცდომები არც თუ ისე ცოტაა, რომელსაც პერიოდულად ევროპელებიც და ამერიკელებიც უშვებენ ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებაში, სამწუხაროდ არცთუ ისე შორეული ისტორია ამის არაერთ მაგალითს იძლევა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ პარტნიორებში, ყველას ასეთი არასწორი მიდგომა არა აქვს საქართველოსთან მიმართებაში და საღი აზრი იქაც გაიმარჯვებს!”,- წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები