გოგი ხოშტარია: ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ
ელენე ხოშტარიას ოჯახმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთიდან, მილიონობით რუბლი ერიცხებათ.
ელენე ხოშტარიას მამამ, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ფულთან მის შვილს არანაირი კავშირი არ აქვს. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს თანხა მას, როგორც სოლიკო ვირსალაძის სამართალმემკვიდრეს, ისე ეკუთვნის.
გოგი ხოშტარიას განცხადებით, თანხა წელიწადში სამჯერ ერიცხებოდათ, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ხოშტარიებმა ოთხჯერ მიიღეს. ჯამში, დაახლოებით, 110 ათასი დოლარი და 2,500 მლნ რუბლი.