სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია
ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინალურ დაპირისპირებაში მან იტალიელ ლუკა კურატოლის 15:11 სძლია.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ კონტინენტის ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.