სალომე ზურაბიშვილი: მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაზეც აქამდე ვერც ვიოცნებებდით
ცხადია, კანდიდატის სტატუსი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაზედაც ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ვერც ვიოცნებებდით, – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, აქამდე არ არსებობდა არანაირი აღიარება და არავის არ ჰქონდა მოცემული პირობა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს.
“რაც მთავარია და რაც მინდა, რომ კარგად გაიგოთ, არის ის, რომ ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით. როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის ბრიფინგიდან არის პირველი ცნობები და ინფორმაცია რაც ვრცელდება, პირველ ყივლისა, უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაცია. ურსულა ფონ დერ ლაიენის “ტვიტერშიც” იგივე წერია და კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ჩვენ ცხადია, კანდიდატის სტატუსი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზედაც ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო პერიოდი, ვერც ვიოცნებებდით. მივიღეთ ის აღიარება, რომელსაც იმედი მაქვს, რომ დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ის, რაც აქამდე არ უთქვამს ჩვენთვის და არავის არ ჰქონდა აღიარებული, რომ ეს პერსპექტივა ჩვენთვის არსებობდა. ეს არის ის, რაც აქამდე არავის უთქვამს ჩვენთვის, არავის მოუცია პირობა ჩვენთვის, რომ ამ პერსპექტივას მოგვცემდნენ, რომ არა უკრაინა, რომ არა ეს ახალი გარემოებები, ამას დღეს ნამდვილად ვერ მივიღებდით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.