სოზარ სუბარი: საქართველოსთვის გაიხსნა ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ითხოვდა ევროკავშირისგან, მისი წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობისგან, რომ დაფიქსირებულიყო ერთი სიტყვა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ეს სიტყვა არის დაფიქსირებული.

“განსხვავება არის იმაში, რაც უკრაინის მიმართ ითქვა და რაც მოლდოვას მიმართ ითქვა, თუმცა, გასაგებია, რამ გამოიწვია ეს განსხვავება, რადგან უკრაინაში არის ომი და ასევე მძიმე დღეში არის უკრაინაში ომის გამო მოლდოვა, სადაც მოსახლეობის თითქმის ერთი მეხუთედი ლტოლვილი აფარებს თავს. ორივე ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში. ამიტომაც მოხდა, როგორც ჩანს, დაჩქარება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რადგან მათ უკვე დღესვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, თუმცა, საქართველოსთვის გაიხსნა ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები