“ევროკომისია უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ბრიფინგზე განაცხადა.
„ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა მან.
ამავდროულად, ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევს მომავალში დასჭირდება კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.
ანალოგიური პოზიცია ევროკომისიამ მოლდოვის მიმართაც დაიკავა, ხოლო გადაწყდა, რომ საქართველოს, ამ ეტაპზე, ასეთი სტატუსი არ მიენიჭოს.