უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ლისიჩანსკთან მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ The New York Times წერს და სამარხის ფოტოს აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, სამარხი ქალაქის გარეუბანში მდებარეობს.
წინასწარი შეფასებით, მასში შესაძლოა, 300-მდე ცხედარი იყოს.
ცხედრები ტომრებშია გახვეული, ასევე, გვამების თხრილი დაფარული არ არის.