სალომე ზურაბიშვილი: ქალები აქტიურად აღუდგებიან კონფლიქტებსა და ძალადობას და ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან უფლებების დასაცავად

ქალები აქტიურად აღუდგებიან კონფლიქტებსა და ძალადობას და ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან უფლებების დასაცავად, მაგალითად როდესაც დაიწყო ეროვნული მოძრაობა ქართველები ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ 1991 წელს დემონსტრაციებში, და 9 აპრილს 1989 წლისა, ძალიან ბევრი ქალი იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე რომლებიც რუსული რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში მიმდინარე ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მან გამოსვლის დასასრულს, მალენ ოლბრაითსა და კარენ დონფრიდს ჯილდოები გადასცა.

“მე ძალიან მოხარული ვარ რომ ბევრ ლამაზ ქალს ვხედავ აქ შეკრებილს და მათ შორის რამდენიმე მამაკაცსაც მოვკარი თვალი. ძალიან მიხარია და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი გახლავთ, რომ მაქვს საშუალება გავხსნა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია. ეს გახლავთ პირველი მცდელობა და ჩვენ ნამდვილად ველით განსჯას იმაზე თუ რამდენად კარგად განვახორციელეთ ჩვენ მიერ დასახული მიზნები რეალობაში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ ეს კონფერენცია იყოს რაღაც განსხვავებული და მოგვეცეს შესაძლებლობა გადავხედოთ და განვიხილოთ ის თუ რას აკეთებენ ქალები, რას ფიქრობენ, რას ქმნიან და შესაბამისად რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის ამ ძალიან მზარდ და ცვალებად მსოფლიოში რომელიც ნამდვილად სავსე გახლავთ გამოწვევებით და ჩვენ როგორც ქალებს, გვაქვს უდიდესი პოტენციალი რომელიც ჯერ არ გამოგვიყენებია, რესურსები რომლის გამოყენებაც სხვაგვარად შეგვიძლია. რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ არსებული გამოწვევები გადავლახოთ ახალი და განსხვავებული გზით. მე ძალიან დიდ დროს არ წაგართმევთ რადგანაც აქ ბევრი საინტერესო მომხსენებელი გვყავს რომელთაც მოვუსმენთ რადგან ისინი გააჟღერებენ საინტერესო იდეებს. მე მსურს რომ რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ იმის შესახებ თუ რას წარმოადგენენ ქალები საქართველოს ისტორიაში, საქართველო გახლავთ მედეას ქვეყანა და იმის მიუხედავად რომ, მედეა არ გახლავთ ცნობილი საქართველოს გარეთ და მას სხვა ფორმაში იცნობენ, როგორც ბავშვების მკვლელს, საქართველოში მედეა ცნობილია როგორც ჰომეოპათიური მედიცინის მკურნალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ ქართული კულტურის და ძალიან ბევრი ექიმი საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს ამ მიმართულებით.
დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ კონფლიქტზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, რა თქმა უნდა, ამ საკითხებს ჩავუღრმავდებით ჩვენი ქალი მომხსენებლების დახმარებით. ქართველებისთვის მნიშვნელოვან ქალს წარმოადგენს წმ ნინო, რომელმაც ქრისტიანობა შემოიტანა საქართველოში და ამის შემდგომ მრავალი ქალი წმინდანი გვყავდა საქართველოს ისტორიაში.
ისტორიულ ასპარეზზე გვყავს თამარ მეფე, რომელმაც ძალიან მნიშვნელობანი ადგილი დაიკავა საქართველოს განვითარებაში და მისი მეფობის პერიოდი ოქროს ხანადაა მოხსენიებული ამ პერიოდში აღორძინდა ქართული ისტორია და კულტურა. აღსანიშნავია ამასთანავე რომ საქართველოს ისტორია ბევრ ქალზეა დაფუძნებული. 1918 წელს საქართველოს კონსტიტუცია რომელმაც მიანიჭა ქალებს უფლება რომ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და ასევე 1920 წელს მათ შეძლეს ემოღვაწევათ პოლიტიკურ ასპარეზზე.
ქალები კონფლიქტებში, პირველი კონფლიქტი რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მოხდა თარიღდება 1921 წლით როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ერთ-ერთი მოხალისე გახლდათ 18 წლის გოგონა მარო მაყაშვილი, რომელიც გახდა ხატი ქალებისა ჩვენს ქვეყანაში. ქალები აქტიურად აღუდგებიან კონფლიქტებსა და ძალადობას და ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან უფლებების დასაცავად, მაგალითად როდესაც დაიწყო ეროვნული მოძრაობა ქართველები ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ 1991 წელს დემონსტრაციებში, და 9 აპრილს 1989 წლისა, ძალიან ბევრი ქალი იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე რომლებიც რუსული რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ.
ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალი გვყავს საქართველოში და სამწუხაროდ ისინი ტოვებენ საქართველოს ეს გახლავთ ახალი სამწუხარო ფენომენი, დღეს მილიონ ნახ ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ და უმეტესობა მათგანი გახლავთ ქალი რომელმაც არჩიეს ოჯახის რჩენა
ქალები ამასთანავე ძალიან აქტიურები არიან კულტურისა და ხელოვნების დარგში და მათ გაცნობას ჩვენი პანელების მეშვეობით შეძლებთ. და აქ საუბარი შეეხება თუ რა გავლენა აქვთ ქართველ ქალებს საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებაზე. აქ ქალები წარმოდგენილი გვყავს მრავალ დარგში მაგ: ეკონომიკა, კულტურა, მედიცინა და საგანმანათლებლო სფერო. აქვს პოლარიზაცია და სიძულვილის ენა უხეში გახლავთ ქართული პოლიტიკა და ერთადერთი ახსნა იმისა თუ რატომ არაა ბევრი ქართველი ქალი პოლიტიკაში ქალები აირიან 85%-ში რომლებიც უჭერენ ევროპულ გზად ისინი არიან ყველაზე მოტივირებულები და აჟღერებენ მათ ევროპულ მისწრაფებებს. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა განათლება ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება ხოლო ამის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ესაა გზა ევროპისკენ.
ახლა კი კიდევ ერთ რამეს დავამატებ პირველი პანელის შემდგომ მე გადავცემ ჯილდოს შესანიშნავ ქალს მალენ ოლბრაითს მე ვიმყოფებოდი აშშ-ში მის დაკრძალვაზე, ის იყო შესანიშნავი ქალი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის ისტორიაში და ამასთანავე ყველა იმ ქვეყნისთვის ვინც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მათთვის რომლებიც დაესხნენ საბჭოთა კავშირს და ახლა მე მსურს ეს ჯილდო გადავცე მის ოჯახის წევრს სამწუხაროს ის დღეს ჩვენთან ერთად არ არის თუმცა ეს ჩემთვის უდიდეს პატივს წარმოადგენს რომ კარენ დონფრიდს გადავცე ჯილდო რომელიც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გახლავთ. ამით მსურს გამოვხატო ჩემი და საქართველოს უდიდესი პატივისცემა მის მიმართ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები