პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში დღეს კარლ ჰარცელიც მიიღებს მონაწილეობას

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს შეკრებაში, რომელიც დღეს ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება.

თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული, ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია 19:00 საათზე გაიმართება.

აქციას რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მათ შორის, გერმანიის და საფრანგეთის ელჩები შეუერთდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები