კიევში მაკრონი, შოლცი და დრაგი ჩავიდნენ
საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი – ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერმინისტრი – მარიო დრაგი კიევში ჩავიდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას RaiNews24 ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
პოლიტიკოსები კიევში, სავარაუდოდ, ვარშავიდან ჩავიდნენ.
უკრაინაში სამი ლიდერის ვიზიტის შესახებ უცხოური მედია წერდა, თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებდნენ.