ზელენსკი: მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ

მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის არმიამ ომის 112 დღის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სიმამაცე და სიბრძნე ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან შედეგს იძლევა.

„ყველა საერთაშორისო კონტაქტისას მესმის აღფრთოვანება ჩვენი დამცველების ქმედებებით. მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ. უკრაინის არმიამ ამ ომის 112 დღის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სიმამაცე და სიბრძნე ბრძოლის ველზე, ტაქტიკურად მტრის დამარცხების უნართან ერთად, მნიშვნელოვან შედეგს იძლევა, მიუხედავად რუსული არმიის უპირატესობისა ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის რაოდენობით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები