ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოსა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებზე მიწვევა მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოსა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებზე მიწვევა მიიღო.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„მადლიერებით მივიღე მიწვევა პარტნიორებისგან, მონაწილეობა მივიღო მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში: გერმანიის ფედერალური კანცლერისგან – „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გერმანიაში, ნატო-ს გენერალური მდივნისგან – ალიანსის სამიტზე მადრიდში“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები