გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაზე რუსეთის კონტროლი გარდაუვალი არ არის

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაზე რუსეთის კონტროლი გარდაუვალი არ არის. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„ომში გარდაუვალობა არ არსებობს. ომში ბევრი შემობრუნებაა. ასე რომ, მე არ ვიტყოდი, რომ ეს გარდაუვალია“, – აღნიშნა გენერალმა მარკ მილიმ.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა ქალაქ სევეროდონეცკის დაახლოებით სამი მეოთხედი დაიპყრეს, თუმცა უკრაინელები ოკუპანტებთან ბრძოლას კვლავ აგრძელებენ.

გენერალმა ასევე დაახასიათა ომის ამჟამინდელი ფაზა, როგორც „ძალიან მძიმე ბრძოლა, თითქმის პირველი მსოფლიო ომის მსგავსი“, და აღნიშნა, რომ რუსეთის პროგრესი რეგიონში „ძალიან ნელია“.

„რუსებს ბევრი პრობლემა შეექმნათ. მათ აქვთ მართვის, კონტროლის, ლოჯისტიკის პრობლემები. ასევე, მათ აქვთ მორალური, ლიდერობისთან დაკავშირებული და სხვა მრავალი პრობლემა. რუსებმა განიცადეს უზარმაზარი მსხვერპლი“, – განაცხადა მარკ მილიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები