ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ ჯობია აქცია 18-ში ჩავატაროთ და შინაარსობრივად შევუერთდეთ როგორც 16-ის, ისე 20-ის აქციას

“ჩვენ ჯობს,  ჩავატარებთ აქცია 18-ში და შინაარსობრივად შევუერთდეთ როგორც 16-ის, ისე – 20-ის აქციას”, – ამის შესახებ “გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, 18 ივნისს ის ადამიანები შეიკრიბონ, რომლებსაც არც “ნაცები”, არც “ქოცები” და არც დაპირისპირება მოსწონთ.

„ჩვენ, ფაქტობრივად, ჩვენი დამოკიდებულებით ნებისმიერ აქციას შევუერთდებოდით. შევუერთდებოდით როგორც „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ან ნებისმიერ აქციას, რომელიც გულწრფელად ირჩევდა ქვეყნის ევროკავშირში განვითარების გზას. მაგრამ გამოვიდა, რომ ეს ამბავი ასე არ არის. ისევ „ნაცებისა“ და „ქოცების“ დაპირისპირებაში აღმოვჩნდით. 16-ში, ასე გაფორმდა, რომ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების აქცია და 20-ში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების. ერთადერთი, რაშიც მე ვარ დარწმუნებული, ჩვენ არასდროს უნდა დავიკავოთ მხარე. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელი აქცია ერჩივნათ 16, 20 თუ 18 და ჩვენი მხარდამჭერების უმრავლესობამ 18 აირჩია. ამიტომ, ჯობია ჩვენ ჩავატაროთ აქცია 18-ში და შინაარსობრივად შევუერთდეთ როგორც 16-ის, ისე 20-ის აქციას. ჩვენთან მოსული ადამიანები მიითვალოს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“. თუ ასეთი მნიშვნელოვანი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე არ შეგვიძლია, შევთანხმდეთ, მაშინ იყოს ასე, 18-ში შევიკრიბოთ ადამიანები, ვისაც არც „ქოცები“, არც „ნაცები“ და არც ეს დაპირისპირება მოგვწონს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები